საერთაშორისო კონკურსები

ახალი ევროპის კოლეჯის სტიპენდიები ბუქარესტში

8 ნოემბერი, 2015

ახალი ევროპის კოლეჯი გთავაზობთ სწავლას ბუქარესტში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების დარგებში. პონტიკა მაგნას პროგრამა იწვევს მკვლევრებს, PhD ხარისხის მფლობელებს და ასევე ახალგაზრდა მედია-პროფესიონალებს, არტისტებსა და მწერლებს.

ახალი ევროპის კოლეჯი საუკეთესო სამუშაო ადგილია ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებთათვის, რომელთაც გააჩნიათ რაიმე იდეა ან პროექტი და სურთ თანამოაზრეებთან ერთად მისი განხორციელება. კანდიდატების ეძლევათ შანსი დაჰყონ 10 ან 5 თვე სასწავლებელში, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სემინარებში და მოუსმინონ არაერთ ევროპელ მოწვეულ ლექტორს. ასევე დაგეგმილია ერთ-თვიანი კვლევითი ვიზიტი რომელიმე სხვა ევროპულ ინსტიტუტში. ინგლისურის კარგ დონეზე ცოდნა სავალდებულოა , თუმცა სასწავლებლის სამუშაო ენებია ფრანგული და გერმანულიც. ბუქარესტში ყოფნის პერიოდში, წარმატებული აპლიკანტები თავიანთ ნაშრომებს გამოაქვეყნებენ ადგილობრივ სოლიდურ გამოცემაში.

 

შერჩეული სტიპენდიანტებისთვის გათვალისწინებულია  თვეში 750 ევრო + ანაზღაურდება მგზავრობისა და დაბინავების ხარჯები.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 7 დეკემბერი.

ასაკი-40 წლამდე.

 

აპლიკაციის ფორმა და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ :http://nec.ro/fellowships/pontica-magna/call-for-applications/standard