საერთაშორისო კონკურსები

სტაჟირება გუგლის ოფისში

25 ნოემბერი, 2015

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 2016 წლის 29 თებერვალი.

აპლიკანტის შესაბამისობა:  კონკურსი ღიაა კომპიუტერული მეცნიერებების და მისი მომიჯნავე დისციპლინების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

სტაჟირების ადგილი: კანადა

გუგლი ახალგაზრდა „software-ინჟინერებს“ ეძებს, რომლებიც თავიანთი კრეატიული იდეებით მთელი მსოფლიო მასშტაბითგუგლის განვითარებაშიწვლილს შეიტანენ. მუშაობის მიმართულება შეიძლება ეხებოდეს მონაცემთა უსაფრთხოებას , მონაცემთა შენახვას, მსხვილმასშტაბიანი ოპერაციული სისტემის დიზაინს, ხელოვნურ ინტელექტს, მობილურ აპლიკაციებს და სხვა...

ეს ჩამონათვალი შესაძლოა ყოველდღიურად გაიზარდოს,რადგან ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება.

სასურველია აპლიკანტი ფლობდეს შემდეგი სახის კვალიფიკაციებს:

“systems software” და ალგორითმები

TCP/IP და ქსელის პროგრამირება

Unix/Linux ან Windows და API-სი.

C++, Java, Python.

სტაჟირება ანაზღაურებადია.

შერჩევის შედეგები ცნობილი აპრილის თვეში გახდება.

დამატებითი ინფორმაცია და ონლაინ-აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ  - ბმული -