საერთაშორისო კონკურსები

დაფინანსება სამაგისტრო პროგრამაზე ბუდაპეშტში

8 დეკემბერი, 2015

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი ბუდაპეშტში (Central European University) სთავაზობს დაფინანსებას სტუდენტებს ბაკალავრის დიპლომით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ მაღალი ქულები ინგლისური ენის ტესტში (მაგალითად TOEFEL).
ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი (CEU-ს) სამაგისტრო პროგრამის სტიპენდია მოიცავს 50%-იან და 100%-იან დაფინანსებებს.

უნივერსიტეტის სრული დაფინანსება ფარავს:
1)სწავლის სრულ საფასურს და სამედიცინო დაზღვევას.
2)ყოველთვიურ სტიპენდიას, რომელიც გათვლილია კვებისა და სხვა ხარჯების დასაფარად (HUF 96,000(EUR 312))
3)საცხოვრებელს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის (CEU-ს) სტუდენტებისთვის, რომლებიც ბუდაპეშტში არ ცხოვრობენ.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2016 წლის 4 თებერვალი.
დეტალური ინფორმაციისა და აპლიკაციის შესავსებად შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე: - ბმული -