საერთაშორისო კონკურსები

ევროპის კოლეჯის სამაგისტრო სტიპენდიები

12 დეკემბერი, 2015

ევროპის კოლეჯი ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს გთავაზობთ სტიპენდიებს სამაგისტრო სწავლებისათვის, რომელიც მოიცავს სწავლების თანხას, დაბინავების, ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს.

2016-2017 აკადემიური წლისათვის სასწავლო პროცესი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ორ ადგილას გაიმართება: ბრიუგეში (ბელგია) და ნატოლინში (პოლონეთი).

შემოთავაზებული დისციპლინებია - ევროპული კვლევები პოლიტიკასა და ადმინისტრირებაში , ეკონომიკა , სამართალი , საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია.

 

განაცხადების შესატანად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ჩამონათვალი:

1) უკვე მიღებული ბაკალავრის დიპლომი.
2) იმ აკადემიური ხარისხის შესახებ ინფორმაცია, რომლის მიღებასაც გეგმავთ.
3) აკადემიური აქტივობები.
4) პროფესიული გამოცდილება.
5) ენის ცოდნა დადასტურებული სერტიფიკატი. (ფრანგული,ინგლისური და სხვა)
6) მოტივაციის წერილი. (მაქსიმუმ 600 სიტყვა)
7) 2 პროფესორის ვინაობა, რომლებიც გაგიწევენ რეკომენდაციას.
8) რეზიუმე Europass-ის ფორმატით.
9) პასპორტი ან პირადობის მოწმობა.

ყველა დოკუმენტი PDF ფორმატით უნდა აიტვირთოს შემდეგ მისამართზე :https://www.coleurope.eu/admissions-apply-online

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2016 წლის 20 იანვარი.