საერთაშორისო კონკურსები

სტაჟირება გერმანიის გლობალური პოლიტიკის ინსტიტუტში

21 დეკემბერი, 2015

გერმანიის გლობალური პოლიტიკის ინსტიტუტი გთავაზობთ მოკლევადიან სტაჟირებას სტუდენტებისათვის, ან მათთვის, ვინც ახლახანს დაამთავარა ბაკალავრიატი და ემზადება მაგისტრატურისათვის.

სტაჟირების სპეციფიკა და არეალი დამოკიდებულია თავად სტაჟიორზე. ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული სფეროებია:

* ჰუმანიტარული
* მშვიდობა და უსაფრთხოება
* ადამიანის უფლებები
* გლობალური ინტერნეტის პოლიტიკა
* ინოვაცია განვითარებაში

სტაჟირების მინიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 6 კვირას სრულ განაკვეთზე ან 10 კვირას ნახევარი განაკვეთზე. ორგანიზაცია გთავაზობთ ყოველთვიურ დახმარებას 250 (ორას ორმოცდაათი) ევროს ოდენობით, იმ შემთხვევაში თუ ვერ მოიპოვებთ სტიპენდიას.

ადგილმდებარეობა - ქალაქი ბერლინი.

მონაწილეობისთვის საჭიროა, თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: gppi@gppi.net

დამატებითი ინფორმაციისთვის კი გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.gppi.net/about/jobs-internships/