საერთაშორისო კონკურსები

სტაჟირება აშშ-ს ხელოვნების ეროვნულ გალერეაში

22 დეკემბერი, 2015

ხელოვნების ეროვნული გალერეა ვაშინგტონში გთავაზობთ 9 კვირიან ანაზღაურებად სტაჟირებას. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 4,500  ა.შ.შ დოლარს. 

სტაჟირების პერიოდში საშუალება გექნებათ, იმუშაოთ სხვადასხვა პროექტზე, რომელშიც ჩაერთვებით გალერეის კურატორის ან უშუალო ხელმძღვანელის დავალებით. ყოველკვირეული სემინარების მეშვეობით კი გაეცნობით მუზეუმის მუშაობის სპეციფიკას, მის დეპარტამენტებს, პროგრამებს, ფუნქციებს და სხვა. 

 აპლიკაციის შესავსებად მინიმალური მოთხოვნაა ბაკალავრის დიპლომი ნებისმიერ სფეროში. პირველ ეტაპზე განაცხადი ივსება ონლაინ და ამისთვის საჭიროა შემდეგი ინფორმაცია: 

 

*სამოტივაციო წერილი 
*სრული რეზიუმე 
*აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი ნიშნების ფურცელი 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 11 იანვარი. 

მეორე ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში კი მოგეთხოვებათ რეკომენდაციების წარმოდგენა. საბოლოო შედეგებს აპლიკანტები გაეცნობიან 2016 წლის  11 მარტს. 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მუზეუმის სხვადასხვა დეპარტამენტის შესასწავლად და მათგან თქვენთვის  სასურველის  შესარჩევად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს http://www.nga.gov/content/ngaweb/opportunities/interns-and-fellows/graduate/summer.html