საერთაშორისო კონკურსები

საზაფხულო სკოლა ადამიანის უფლებებზე მომუშავეთათვის

24 დეკემბერი, 2015

თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ფონდი ღია საზოგადოება და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი გიწვევთ საზაფხულო სკოლაში, 2016 წლის 11-15 ივლისს ქალაქ ბუდაპეშტში.

აღნიშნული სკოლა საუკეთესო საშუალებაა, რათა დახვეწოთ უნარები პრაქტიკული მუშაობის კუთხით - მიიტანოთ თქვენი „ქეისები“ადამიანის უფლებებზე მომუშავე უფრო მაღალ ინსტანციამდე და მიაღწიოთ ნამდვილ ცვლილებებს!

მონაწილეობისთვის არაა აუცილებელი იყოთ მოქმედი ადვოკატი. სასურველია გაგაჩნდეთ ამ სფეროში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება და წარმოადგინოთ „ქეისებზე“ მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სკოლა ფარავს სწავლის, მგზავრობის (სრულ ან ნაწილობრივ) და დაბინავების ხარჯებს.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 14 თებერვალი.

დარეგისტრირებისთვის საჭიროა გადახვიდეთ ბმულზე: https://apply.embark.com/NonDegree/CEU/16/ დამატებითი ინფორმაცია კი იხლეთ აქ : ბმული