საერთაშორისო კონკურსები

ჟურნალისტთა საერთაშორისო კონკურსი ბელორუსიაში

29 დეკემბერი, 2015
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა შეგიძლიათ წარადგინოთ თქვენ მიერ დაწერილი ერთი ან ორი სტატია, იმ პირობით, თუ ისინი:

1) არის ბელორუსიის შესახებ;
2) გამოქვეყნებულია 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე;
3) გამოქვეყნებულია ბელორუსიის საზღვრებს გარეთ;
4) არის დაწერილი/ნათარგმნი ინგლისურად (სხვა ენები: დანიური, ესპანური, გერმანული, ფრანგული, უკრაინული, ნორვეგიული, შვედური, ბულგარული, რუსული, პოლონური)
5) არის მეტი ვიდრე პირდაპირი სარეკლამო რგოლი ან ინფორმაცია რაიმე სიახლის შესახებ. 

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2016 წლის 19 იანვარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: http://www.competition2015.belarusinfocus.info/page_how_to_enter
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე: http://www.competition2015.belarusinfocus.info/page_rules