საერთაშორისო კონკურსები

„ხელოვნება-თავისუფლების გასაღები“- გერმანია

18 ივლისი, 2015

განაცხადის მიღების ბოლო ვადა : 31 ივლისი

ღონისძიების მიმდინარეობა-10- 22 სექტემბერი,საქსონია,გერმანია.

 

რადიო „ნეუროპა“ (nEUROPA) იწვევს ახალგაზრდებს სომხეთიდან,აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.

რადიო ნეუროპა დაარსებულია  იმ მიზნით რომ ხელოვანებს საზღვრების გარეშე ეპოვათ ერთმანეთი და დაემყარებინათ კავშირი.ჩამოეყალიბებინათ „მიკრო-ერი“ გეოგრაფიული საზღვრების მიღმა...

 

კონკურსი იწვევს ხელოვანებს,რომლებიც მოღვაწეობენ ისეთ სფეროებში,როგორებიცაა: ვიდეო ,პერფორმანსი, ტექსტუალური და  ხელოვნების სხვა მსგავსი ფორმები. მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პროექტი,რომელზეც ადრე უმუშავიათ ,მაგრამ ხედავენ მისი განვითარების პერსპექტივას უფრო მაღალ დონეზე. პროექტს უნდა ჰქონდეს ფართო გავრცელება,ის უნდა იქნას გაზიარებული აუდიტორიასთან და გერმანიაში ადგილობრივ არტისტებს შორის . გერმანიაში ვიზიტის პერიოდში ხელოვანები მზად უნდა იყვნენ,რათა იმუშავონ გერმანიის ფარგლებში სხვადასხვა ადგილებში და წარმოაჩინონ მათ მიერ მიღწეული შედეგები და პროგრესი სპეციალური კედლის გაზეთის მეშვეობით,რომელიც მათთან ერთად იმოგზაურებს ყველა დანიშნულების წერტილში.

 

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

ონლაინ-აპლიკაციის შევსება შემდეგ მისამართზე http://radio-neuropa.net/

 

ასევე მსურველმა რამდენიმე წინადადებით უნდა უპასუხის შემდეგ კითხვებს :

-იმ სიტუაციის აღწერა,რამაც გიბიძგათ მიგემართათ თვით-ცენზურისთვის .

-იმ სიტუაციის აღწერა,როდესაც წააწყდით გარეგან ცენზურას.

-რას ფიქრობთ ცენზურის შესახებ გერმანიაში.

-რა სახის ტექნიკური დახმარება გჭირდებათ თქვენი ნამუშევრის პრეზენტაციისთვის.

 

ასევე შეგიძლიათ აპლიკაციას თან დაურთოთ ფოტოები ,ფილმები და კლიპები .

 

პროექტი ფარავს ვიზისა და მგზავრობის ხარჯებს (მაქსიმუმ 500 ევრო) და საცხოვრებლის თანხას. ასევე მონაწილეთათვის გათვალისწინებულია ჰონორარიც 200 ევროს ოდენობით.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოიწეროთ აქ : anna.perepechai@kulturaktiv.org

 

ინფორმაციის  წყარო: ბმული