საერთაშორისო კონკურსები

ჰალტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა

30 ივლისი, 2015

ჰალტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა (HULT) 1964 წელს ქალაქ ბოსტონში დაარსდა. ჰალტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ბიზნეს სკოლაა.
ჰალტი ქართველ სტუდენტებს სთავაზობს ბიზნესზე ორიენტირებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, სამაგისტრო პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირებაში და ასევე ცალკე სამაგისტრო პროგრამას ბიზნეს ადმინისტრირებაში აღმასრულებელ პირთათვის (Executive MBA) ბოსტონის, სან-ფრანცისკოს, ლონდონის, დუბაის, შან-ხაის, ნიუ-ორკისა და სან-პაულოს კამპუსებში.
ჰალტის ბიზნეს სკოლა არაერთ პროგრამასს სთავაზობს სტუდენტებს. მათ შორისაა საერთაშორისო ბიზნესის ბაკალავრიატი, რომლის ხანგძლივობაც ოთხი წელია. მაგისტრანტებს კი ის სთავაზობს აკადემიურ პროგრამებს საერთაშორისო ბიზნესში, ფინანსებში, საერთაშორისო მარკეტინგში და სოციალურ მეწარმეობაში (Social Entrepreneurship).
ჰალტის ბიზნეს სკოლა ქართველ სტუდენტებს 30%-იან სტიპენდიებს სთავაზობს თითოეულ პროგრამაზე.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ ვებ გვერდზე:
http://www.hult.edu/