გადაცემები

რას გვთავაზობს რეკრუიტერის სერვისი დასაქმების ბაზარზე?

28 ივლისი, 2016

რეკრუიტერის პროფესია საქართველოს შრომის ბაზარზე არც ისე დიდი ხანია რაც ფეხს იკიდებს. იგი წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს დამსაქმებელსა და დასაქმების მაძიებელს შორის. რეკრუიტერი ერთი მხრივ დამსაქმებელს ეხმარება სასურველი კადრის პოვნაში, ხოლო დასაქმების მაძიებელს კი სათანადო სამსახურის შერჩევაში, თუმცა რეკრუიტერი უკვე დასაქმებულ ადამიანებსაც სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს. რეკრუიტინგის როლზე თანამედროვეობაში რადიო ლოსს HR solutions -ის დირექტორი და gocv.ge -ის დამფუძნებელი ირაკლი დადიანი ესაუბრება.

მოამზადა სოფო შუბითიძემ.