გადაცემები

თელაველი ახალგაზრდების ინოვაციური პროექტი ესტონეთში

7 ოქტომბერი, 2017

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ სამ წარმატებულ ახალგაზრდას თელავიდან.

სსიპ მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ნესტან იობაშვილმა, თეონა ჩოხელმა და ნანუკა შარვაშიძემ იმუშავეს პროექტზე, სახელწოდებით „ყურძნის წიპწისაგან ბიოდიზელის წარმოება“. პროექტის ხელმძღვანელები იყვნენ ლია ღამბაშიძე (ქიმიის პედაგოგი), ნანა გარჯიკაული (ბიოლოგიის პედაგოგი), ნანა ბერელიძე (ისტორიის პედაგოგი).

სწორედ მათი რეკომენდაციებითა და ბავშვების დაუღალავი შრომის შედეგად აღნიშნული პროექტი კომპეტენტურმა ჟიურიმ „ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონკურსზე“ წარადგინა.

კონკურსი გაიმართა ესტონეთში (ტალინში) 2017 წლის 22-26 სექტემბერს. ქართველმა ახალგაზრდებმა ინოვაციური პროექტი ფიზიკის, ბიოლოგიისა და ინჟინერიის დარგში წარმოადგინეს.