გადაცემები

ღვინის ფესტივალი ''თელავინო 2017''

8 ოქტომბერი, 2017

 ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, თელავში ღვინის ფესტივალი სახელწოდებით „თელავინო“ გაიმართა. ფესტივალის მიზანია ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ქართული მეღვინეობის კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი სტუმრებისთვის. ''ქართული ღვინის კვირეული“ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით წელს მეოთხედ ტარდება.

  ,,თელავინო 2017’’-ზე ღვინის მწარმოებელი კომპანიების გარდა, წარმოდგენილი იყო საოჯახო მარნების პროდუქციაც. ასევე, იყო ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ფოტოგამოფენა. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეფუტკრეების მიერ წარმოებული პროდუქციაც.  ადგილობრივმა ფოლკლორულმა სიმღერისა და ცეკვის  ანსამბლებმა სტუმრებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს.