გადაცემები

არის თუ არა ახალი სასკოლო საგანი ''ლგბტ თემის შეკვეთილი'' და რა მიზნებს ემსახურება ის სინამდვილეში?

9 ოქტომბერი, 2017

საქართველოს სკოლებში ახალი საგნის- მე და საზოგადოება“  სწავლება იწყება. შესაბამისი ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომელიც სავარაუდოდ გაზაფხულზე დამტკიცდება, უკვე შევიდა. აღნიშნულმა თემამ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია საზოგადოებაში. ''მე და საზოგადოება'' აქციითაც კი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა განათლების სამინისტროში წერილიც შეიტანეს, სადაც ითხოვენ, რომ აღნიშნული საგანი სკოლებში არ შეიტანონ, რადგან მათი აზრით, დაგეგმილი ცვლილებები შეკვეთილია ლგბტ თემის მიერ. რეალურად კი ,საგანი ,,მე და საზოგადოება“ სულ სხვა მიზნებს ემსახურება. ესენია:

•დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი თავის პიროვნებად აღქმაში; განუვითაროს თვითგამოხატვის უნარი; ასწავლოს, პირისპირ შეხედოს დაბრკოლებებს და იპოვოს საკუთარ თავში მათი გადალახვის ძალა;

• ხელი შეუწყოს სოციალიზაციაში; ჩამოუყალიბოს მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახისა და თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ; გააცნობიერებინოს, რომ სამშობლოს სიყვარული თავის უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება;

• შესძინოს საბაზისო ცოდნა მშობლიური გარემოს შესახებ; გამოუმუშაოს გარემოში ადეკვატურად და ზნეობრივად მოქმედების უნარი; • საკუთარი ქვეყნის მაგალითების საფუძველზე გამოუმუშაოს ასაკთან შესაბამისი წარმოდგენა ადამიანების, მოვლენების, კულტურისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შესახებ.