გადაცემები

თბილისობა 2017

10 ოქტომბერი, 2017

თბილისობა ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაულია ქალაქ თბილისში. პირველად აღინიშნა 1979 წლის 28 ოქტომბერს. 1990-იანი წლების დასაწყისში არსებული მცირე პაუზის შემდეგ, დღესასწაული 1995 წელს კვლავ განახლდა და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.

დღესასწაულის ფარგლებში ეწყობა კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული და ეთნიკური უმცირესობების ხალხური შემოქმედების კონცერტები და გამოფენა-გაყიდვები. ღონისძიებების ეპიცენტრია ძველი თბილისი, დედაქალაქის ისტორიული ნაწილი. ამ დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

„თბილისობა 2017“-ის მთავარი ლოკაციები "ახალი ტფილისი", რიყე და ლეღვთახევი იყო. 7-8 ოქტომბერს გაიმართა ხილის ფესტივალი, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო/გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები, ფრანების ფესტივალი რიყეზე , თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება, საზეიმო კონცერტი , ფერების ფესტივალი და მრავალი სხვა.