გადაცემები

ასტროლოგების აზრი 2018 წელზე და ძაღლის წელს დაბადებულ ადამიანებზე

8 იანვარი, 2018

ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ 2018 წელი, ყვითელი ძაღლის წელიწადი, საკმაოდ მშვიდი, ჰარმონიული და ნაყოფიერი იქნება. ამ წელს ადამიანები გაცილებით უფრო ტოლერანტულები, გამგებიანები და დიპლომატიურები გახდებიან ერთმანეთის მიმართ. ზოგადად, მსოფლიოში წამოიწევს წინ ჰუმაურობის, საყოველთაო ძმობის და კაცთმოყვარეობის ტენდენცია. ტოლერანტულობის კოეფიციენტი გაიზრდება სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობისა და ეთნიკური წარმოშობის ადამიანებს შორის კომუნიკაციაში. პოლიტიკურ სარბიელზე კი რეალურად გაჩნდება შანსები, რომ აქამდე არსებული მწვავე კონფლიქტები გაცილებით უფრო მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით მოგვარდეს.

ასტროლოგების თქმით, ძაღლის წელს დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებული წელი ექნებათ. ისინი ხასიათდებიან როგორც მოუსვენარი და აქტიური ინდივიდები. მათ ხშირად უკიდურესი სიჯიუტე და სარკაზმი ახასიათებთ. ამბობენ, რომ ძაღლის წელს დაბადებულ ხალხს ხშირად ახასიათებთ მიდრეკილება ჩაეძიონ დეტალებს, გააკრიტიკონ მიზეზით თუ უმიზეზოდ ადამიანები, სისტემატიურად ეძებონ რაღაც განხეთქილება. ამავე დროს, მათი ერთგულება საყვარელი ადამიანის მიმართ ხშირად იმდენად უსაზღვროა, რომ თავგანწირვასაც კი უახლოვდება. ეს ადამიანები მძაფრად განიცდიან, სხვების პრობლემებს, ტკივილს, გასაჭირს და უბედობას. მათთვის სირთულეს არც არაკომფორტულ გარემოში არსებობა წარმოადგენს რადგან ძაღლისთვის მთავარი, გარშემომყოფთა ინტელექტუალური დონეა და არა მატერიალური სარგებელი. თუმცა მიუხედავად ზემოთ თქმულისა, ძაღლები საკმაო შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან და თითქმის არასოდეს აქვთ ცხოვრებაში პრობლემა ფულის შოვნასთან დაკავშირებით.