გადაცემები

ცნობილი მწერლების დასამახსოვრებელი ფრაზები

9 იანვარი, 2018

ცნობილ მწერლებს, მათი შემოქმედებას და ციტატებს ხშირად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ადამიანთა ცხოვრებაზე და აზროვნებაზე. წიგნებს შეუძლიათ უკეთ, ან სხვა მხრიდან დაგვანახოთ სხვადასხვა საკითხი და დაგვეხმარონ შეუცნობელის შეცნობაში. ალბათ ხშირად მოგინიშნავთ ფანქრით წიგნებში საინტერესო გამონათვამები, რომლებსაც შემდეგ არაერთხელ მიუბრუნდებით ხოლმე.

გთავაზობთ ცნობილი მწერლების რამდენიმე დასამახსოვრებელ ფრაზას.

1.ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგუნურს ემსგავსება, როცა უყვარს. ყველაზე ქარაფშუტა ქალიშვილი ჭკვიანდება, რომ შეიყვარებს. – სტენდალი

2.ირონიულადაც გეღიმება, როცა გაიფიქრებ თუ რამდენი ღორის ხელშია ქვეყანა. – ჯორჯ ორუელი

3.არ უნდა წახდე, რაც არ უნდა შეგემთხვეს, კაცობა არ უნდა დაკარგო, იმიტომ, რომ ბოლო ერთია. კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, აქ დატოვებული სახელითა და სულით. – ნოდარ დუმბაძე

4.ცხოვრებაში ყოველთვის ჯოკერი ვერ გეჭირება ხელში, ხანდახან უიღბლო ხელის თამაშიც გვიწევს. – ჯეკ ლონდონი

5.საზოგადოებრივი აზრი? — ეს ხომ ყოველ მეძავ ქალზე გარყვნილი არსებაა!… – ინორე დე ბალზაკი

6.გამოუვლენელი ტრფიალი პირველად თავის თავს ამხელს მტრობითა და აგრესიის მიდრეკილებით. – ზიგმუნდ ფროიდი

7.მხოლოდ ცოდნა არაა საკმარისი. ცოდნა უნდა გამოვიყენოთ. მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი, უნდა ვიმოქმედოთ. – გოეთე

8.სიყვარული — ეს ტკბილი ტკივილია გულში. – ჰაინრიხ ჰაინე

9.როცა კი რამე მტკენია, კიდეც მიყვირია და მიყვირია საჯაროდ. – მიგელ დე უნამუნო

10.ყოველთვის შეუძლებლად მიგაჩნია, სანამ გაკეთებ. – ნელსონ მანდელა

11. კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს. – ილია ჭავჭავაძე