გადაცემები

მაგიური რელიგია - wicca

5 თებერვალი, 2018

ვიკა არის თანამედროვე რელიგია, რომელიც დაფუძნებულია მაგიაზე. ის ჩამოყალიბდა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, ინგლისში.

ჯერალდ გარდნერი – პოსტიდან გადამდგარი სახელმწიფო მოხელე, იყო ერთ-ერთი პირველი ვიკას მიმდევარი და სწორედ მან გააცნო ახალი მოძრაობა ხალხს. რელიგია დაფუძნებულია ანტიკურ პაგანურ რიტუალებზე და ტრადიციებზე.

რელიგიის პოპულარიზაცია ინგლისში 50-იან წლებში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ჯადოქრობის 1735 წლის აქტი გაუქმდა. ამ პერიოდში, გადამდგარმა სახელმწიფო მოხელემ, ჯერალდ გარდნერმა (რომელიც “ვიკას მამადაა” ცნობილი) მაგიის საკუთარი ტრადიცია ჩამოაყალიბა. სწორედ ისაა ვიკკას იდეოლოგიისა და ცერემონიათა უმრავლესობის ავტორი. იმ დროისთვის გარნერი ამ რელიგიას “მაგთა კულტს” ეძახდა და თვითონაც ნიუ ფორესტის ჯადოქართა წრეში იყო ინიცირებული 1939 წელს.

60-იანი წლებიდან რელიგიას ვიკკა დაერქვა. ტერმინი “ვიკკა” (“wicca”) ანგლო-საქსონური ენიდან მოდის და რაღაცის “საკუთარი სურვილით შეცვლას/მოქცევას” ნიშნავს. გარდნერის მტკიცებით, ვიკკა ძველი ჯადოქრობის/მაგიის თანამედროვე გადმონაშთი იყო, რომელიც ასწლეულების განმავლობაში არსებობდა და წინარექრისტიანული წარმართული რელიგიებიდან ჩაეყარა საფუძველი ვიკკანთა ჯგუფს მართავენ ქურუმები. ისინი ძირითადად წყვილები არიან, რომელმაც ინიციაციის სამივე საფეხური გაიარა. ადამიანს, რომელიც ინიციაციის მე-3 საფეხურს მიაღწევს და ქურუმი გახდება, შეუძლია ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბოს საკუთარი შეხედულებებისა და რწმენის მიხედვით, თუ ისინი ამჟამინდელი ჯგუფისგან განსხვავდება. მას ასევე შეუძლია რიტუალის საკუთარი ინტერპრეტაციის გაკეთება.

ჯგუფის წევრების იდეალურ რაოდენობად 13 სახელდება, მაგრამ ეს წესი ყოველთვის არაა დაცული, წევრები შეიძლება მეტნიც იყვნენ და ნაკლებნიც. არსებობს ჯგუფები, რომლებიც ძალიან იზრდებიან და შემდეგ იშლებიან რამდენიმე ჯგუფად, მაგრამ კავშირს არ წყვეტენ. თითოეულ ჯგუფს საკუთარი იდეოლოგია აქვს ჩამოყალიბებული და ჯგუფის შეცვლის შემთხვევაში ადამიანს შეიძლება საკუთარი რწმენის სისტემის შეცვლა მოუწიოს. მაგალითად, ერთ ჯგუფს შეიძლება მიაჩნდეს, რომ ღმერთები ენერგიები არიან, სხვისთვის კი ისინი პირდაპირი გაგებით ინდივიდუალები იყვნენ. ზოგიერთს ბერძნული ღმერთები იზიდავს, ზოგს მაიას ან სხვა რომელიმე კულტურის ღმერთები.

ვიკკას ტრადიციის თანახმად, ქალღმერთი არის სამსახოვანი – ქალიშვილი, დედა და ბებერი კუდიანი (მაგალითი წარმართული რელიგიებიდან – ჰეკატე). მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ქალღმერთი-დედის ასპექტია, რომელიც ჯადოქრებს მფარველობს.