ცხოვრების სტილი

დიანა - მოდა ქართველებს სისხლში გვაქვს

4 აგვისტო, 2015

2015-16 წლების მოდის ტენდენციებმა არაერთი საინტერესო ტრენდი შემოგვთავაზა ამ სიახლეებზე და მთავარ მიმართულებებზე გვესაუბრება ქართველი დიზაინერი დიანა ქვარიანი. დიანა ქვარიანი თავის პროფესიას დაეუფლა იტალიაში, ერთ-ერთ წამყვან მოდისა და დიზაინის ევროპულ ინსტიტუტში, ამის შემდეგ მან ითანამშრომლა არაერთ ცნობილ რუს დიზაინერთან. 2009 წელს ის დაბრუნდა თბილისში და დააარსა საკუთარი ბრენდი “დიანა ქვარიანი” რომელიც გვთავაზობს მრავალფეროვან და საინტერესო კოლექციებს.