პროექტები

რამდენად ხშირად დადიან თელაველები თეატრში?

28 აგვისტო, 2017

ყველასთვის ცხადია თუ რამხელა როლს თამაშობს თეატრი ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. პროფესიული თეატრი თელავში გაიხსნა 1931-1932 წლებში და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს. თელავის დრამატული თეატრი ვაჟა-ფშაველას სახელობისაა და უამრავ ადამიანს მასპინძლობს.

თელაველ ახალგაზრდებს მივმართეთ კითხვით, თუ რამდენად ხშირად დადიან ისინი თეატრში. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. თელაველი ახალგარდების უმრავლესობას უყვარს თეატრი და როდესაც ამის შესაძლებლობა აქვთ, ყოველთვის სტუმრობენ მას. თუმცა არის რამოდენიმე ახალგაზრდა, რომლებსაც არ აქვთ თეატრის სტუმრობის სურვილი.