იდეატორი

რატომ ქრება საჯარო სივრცეები ქალაქში?

16 ივლისი, 2016

საჯარო სივრცეები ყველა განვითარებული ქალაქის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. იგი მოიცავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ბაღებს, სკვერებს, მოედნებს, ქუჩებს და სხვა. საჯარო სივრცე ადამიანებს აძლევს ერთმანეთთან ურთიერთობის,აზრთა გაცვლის ,პროტესტის გამოხატვის თუ სხვა საშუალებას. სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში საზოგადოებრივი სივრცეები შემცირდა და ყურადღების მიღმა დარჩა. საქართველოში სამოქალაქო აქტივისტთა გარკვეული ჯგუფები ამას მუდმივად აპროტესტებდნენ. მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. ამ და სხვა საკითხებზე რადიო ლოსი ესაუბრა სერბ მკვლევარს, ისკრა კრსტიჩს, რომელიც სადოქტორო დისერტაციას იცავს პოლიტიკის მეცნიერების დარგში საჯარო სივრცეების მნიშვნელობის შესახებ. ინტერვიუ ქალაქ ბუდაპეშტში ჩაიწერა.

მოამზადა სოფო შუბითიძემ.