იდეატორი

„არ იბრძოლო მარტო შენი შრომის უფლებებისთვის“

13 სექტემბერი, 2016

დღევანდელ გადაცემაში თბილისის სოლიდარობის ქსელს ვესაუბრეთ. იგი ერთი წელია რაც არსებობს და მისი დაფუძნება „შრომა არ არის იოლის“ კამპანიას მოჰყვა. თბილისის სოლიდარობის ქსელი მიზნად ისახავს დაიცვას სერვისის, წვრილი ბიზნესის თუ მომსახურების სხვა სფეროებში მომუშავეთა შრომის უფლებები. დღეს, როცა საქართველოს დასაქმების ბაზარი დაურეგულირებელი და ანტიჰუმანურია, სოლიდარობის პრეცედენტების შექმნა მნიშვნელოვანი მოვლენაა. ორგანიზაცია ასევე აქტიურად მუშაობს შრომის უფლებების შესახებ მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით. ქსელის მიმდინარე საქმიანობაზე და უკვე არსებულ მიღწევებზე ვესაუბრეთ თბილისის სოლიდარობის ქსელის წევრებს - შოთა აზიკურსა და ნენო ჩარკვიანს.
მოამზადა სოფო შუბითიძემ.