იდეატორი

საქართველოში მოდის ახალი ბრენდი „ანერო“ გამოჩნდება

6 ოქტომბერი, 2016

ქართული მოდის ხელოვნება სიახლის მოლოდინშია. მალე თბილისში ახალი ბრენდი „ანერო“ გამოჩნდება, რომლის დამფუძნებლები ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი ანა ნიკოლაიშვილი და მისი პუერტო-რიკოელი კოლეგა ლიზმარი ოლივერასი არიან. ისინი პარიზის პრესტიჟული „ესმოდის“ მოდის სკოლის დასრულების შემდეგ საქართველოში აპირებენ თავიანთი გეგმების განხორციელებას. რა სეგმენტზე იქნება გათვლილი ბრენდის პროდუქცია და რა ნიშას დაიმკვიდრებს ის ბაზარზე, ამ და სხვა საინტერესო თემებზე ზოგადად ქართული მოდის გარშემო ვესაუბრეთ „ანეროს“ დამფუძნებლებს.

მოამზადა სოფო შუბითიძემ.