იდეატორი

აღმოსავლური სიბრძნის ადგილი ჩვენს დღევანდელობაში

9 ოქტომბერი, 2016

ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურდება საუბრები აღმოსავლური კულტურისა და ფილოსოფიის გარშემო - საქართველოს სტუმრობენ ამ დარგის სპეციალისტები, იმართება შეკრებები, იქმნება წრეები. ახალგაზრდები განსაკუთრებით ინტერესდებიან ისეთი ელემენტებით, როგორიცაა მედიტაცია, ცხოვრების სტილის ცვლილება, რელიგია - კერძოდ, ბუდიზმი. არსებობს მრავალი ფაქტორი, იქნება ის გარემოებითი თუ შინაგანი, რომელიც ადამიანს უბიძგებს მიმართოს აღმოსავლეთს. სულ ახლახანს ქართულ ენაზე გამოიცა აღმოსავლური სიბრძნის ცნობილი დასავლელი მკვლევრის, ალან უოტსის წიგნი „აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა“, რომელიც ახალგაზრდა ფილოსოფოსმა ოთარ ჭულუხაძემ თარგმნა. დღეს ჩვენს ინტერვიუში მასთან ერთად ვუპასუხებთ აღმოსავლური სიბრძნის გარშემო დაგროვილ კითხვებს, ვეცდებით გამოვიკვლიოთ თუ რა იზიდავს ხშირად ფართო პუბლიკას მასში და მართალია თუ არა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ აღმოსავლური კულტურის მიმდევრები საკუთარ თავში ჩაკეტილობითა და პრობლემებისგან გაქცევით ცდილობენ გაუუცხოვდნენ რეალურ ცხოვრებას.

მოამზადა სოფო შუბითიძემ.