იდეატორი

საჩუქარი უსინათლო ბავშვებს - ვეფხისტყაოსანი ბრაილის შრიფტით

13 ოქტომბერი, 2016

უსინათლო ბავშვები საქართველოში იმაზე მეტ ყურადღებას საჭიროებენ, ვიდრე სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარება ან ერთჯერადი აქციების შედეგად გაღებული საჩუქრებია. ახლახანს დაარსებული „უსინათლო ბავშვთა ფონდი“ უპრეცედენტოა ამიერკავკასიის მასშტაბით და ის საქველმოქმედო ფუნქციის გარდა სხვა საინტერესო პროექტების რეალიზებასაც ითავსებს, მათ შორის არის ბრაილის შრიფტით ქართული საგანძურის - ვეფხისტყაოსნის გამოცემა. რადიო ლოსმა სტუმრად მოიწვია აღნიშნული ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი ლონდა ხასაია, რომელიც გვიამბობს როგორ შეიძლება თქვენი მხარდაჭერა გახადოთ რეალური უსინათლო ბავშვების მიმართ. ბავშვები იმაზე მეტ შესაძლებლობებს შეიძლება ფლობდნენ, ვიდრე ჩვენ წარმოდგენა გვაქვს.