იდეატორი

„თუთა“ - ახალგაზრდა რეჟისორის წარმატებული კინონამუშევარი

19 ოქტომბერი, 2016

ალექსანდრე სულაძის კინოსურათი „თუთა“ რამდენიმე თვეა წარმატებით მოგზაურობს საერთაშორისო ფესტივალებზე. იგი ცენტრალური მიჩიგანისა და აზიის მეორე საერთაშორისო მოკლე ფილმების ფესტივალების ფინალისტია. ფილმი მეტად საყურადღებო ნიშას ტოვებს ქართულ კინოსა და ზოგადად, სოციალურ სივრცეში. იგი გვიჩვენებს ერთი მხრივ სოფლად მცხოვრებთა მძიმე საყოფაცხოვრებო ფონს და მეორე მხრივ ახალგაზრდა გოგონას სწრაფვას მისგან თავის დაღწევისა და თვითგამოხატვისკენ. სტუდია „ორნი ფილმსი“ , რომელმაც „თუთა“ გამოუშვა, სხვა საინტერესო გეგმებით წარდგება ასევე საზოგადოების წინაშე. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრებიან რეჟისორი ალექსანდრე სულაძე და „ორნი ფილმსის“ დირექტორი თიკო ნადირაშვილი.

მოამზადა სოფო შუბითიძემ.