ვიდეოსივრცე

აუდიტორია 115 - არჩეული ბრძოლის გზა 6 თვის შემდეგ

18 სექტემბერი, 2016

განათლების პოლიტიკის სიმწვავე აუდიტორიის მოძრაობამ მარტის თვეში კიდევ ერთხელ დააყენა საზოგადოებისა და ხელისუფლების წინაშე. ხმაურიანი პროცესები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მთავრობის ყურადღების ქვეშ მოექცა, მაგრამ არც იმდენად სოლიდურად, რომ მთავრობას მისი დაუყოვნებელი გადაჭრა გადაეწყვიტა. რატომ შევიდა ჩიხში დაწყებული პროცესი, რას მოელიან აუდიტორიელები მომავალში და რა შეცდომები დაუშვეს მათ განვლილ გზაზე, ამ თემაზე ვესაუბრეთ თორნიკე შევარდნაძეს - უნივერსიტეტის სენატის წევრსა და მოძრაობა აუდიტორია 115-ს აქტივისტს. 

მოამზადა სოფო შუბითიძემ