ჩვენ შესახებ

რა არის ლოსი

პირველ რიგში, ლოსი არის ინტერნეტ რადიო 16 დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის. თუ 26 ზე მეტის ან 16 წელზე ნაკლები ხარ, არ გავბრაზდებით, თუ ჩვენთან შემოხვალ მოგვისმენ ან წაიკითხავ საინტერესო ინფორმაციას. ეს საიტი ახალგაზრდებისთვის შევქმენით და ხშირად მოგისმენთ რა გაინტერესებს და ვეცდებით შენთვის სასურველი ინფორმაცია დავდოთ ხოლმე.

 

ჩვენი კონცეფცია

ლოსი წარმოადგენს ახალგაზრდულ ონლაინ-რადიოს . ოცდამეერთე საუკუნეში ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს იდეები უფრო ეფექტურად და მოსახერხებელი გზით გავრცელდეს ,ამიტომ ონლაინ-სივრცე საუკეთესო საშუალებაა ამისათვის.

რადიო ლოსის მსმენელები ერთდროულად მისი შემქმნელები და მამოძრავებლები არიან ,რადგანაც ჩვენი მიზანია ლოსი  იქცეს თავისუფალ ტრიბუნად იმ ადამიანებისთვის,რომლებიც მიიჩნევენ რომ გააჩნიათ რაიმე მნიშვნელოვანი იდეა,ინოვაცია,თეორია ან პროექტი. ლოსი ქმნის თავისუფალ და მიუკერძოებელ სივრცეს ყველასთვის - ნებისმიერ სფეროში დაკავებული ადამიანებისთვის.

რადიოს მიზანია ასევე ხელი შეუწყოს საქართველოში დახვეწილი კულტურული ღირებულებების ფორმირებას ,ინდივიდუალობას და განსხვავებულობას; ლოსი ორიენტირებულია თავად იყოს მნიშვნელოვანი ალტერნატივა  მედიასენად ქცეული სიყვითლისა და  გააჩნდეს მჭიდრო კავშირი რეალობაში არსებულ ობიექტურ პრობლემატიკასთან.

..გაქვთ იდეა ? გსურთ იცოდნენ სხვებმაც ? დაგვიკავშირდით და აქ იპოვოთ ადგილს თქვენთვის.

 

ორგანიზაციის შესახებ

ორგანიზაციის არსებობა ჩვენთვის ფორმალობაა. მაინც, თუ გაინტერესებს ამ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია "არტინფო საქართველოა" (Artinfo Georgia) და რადიოს პროექტში ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" გვეხმარება.